ჩვენ შესახებ

ავეჯის მწარმოებელი კომპანია რანდი, 1995 წელს ქალაქ ბათუმში დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და კარების წარმოება–რეალიზაციაა. 
 
,,რანდი’’–ის კუთვნილი საწარმო ბაზა თანამედროვე დაზგა–დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზებით არის აღჭურვილი. ავეჯის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ–საღებავები და აქსესუარები. 
 
კომპანიის საწარმო და მომსახურების სფეროში 150–მდე პროფესიონალი კადრია დასაქმებული, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება სამუშაოს ორგანიზებულ და ხარისხიან შესრულებას უზრუნველყოფს.