როგორ შევარჩიოთ სწორად საძინებელი ოთახის დიზაინი?

Date : November 5, 2014, 12:35 pm | Author : Admin

ოთახის გამოყენება მხოლოდ საძინებლად თუ მისთვის ასევე სხვა დანიშნულების მიცემა მაგალითად, სამუშაო ოთახის, დამოკიდებულია მის ზომაზე და სახლის საერთო არქიტექტურაზე. თუმცა პროფესიონალები გვირჩევენ, რომ საძინებელი გამოვიყენოთ მხოლოდ ძილისა და მოსვენებისთვის. ეს უნდა იყოს ადგილი სადაც თქვენ მოწყდებით თქვენს ყოველდღიურ პრობლემებს, სამსახურსა და რუტინას.

 თუ გსურთ დილაობით მზის სხივებმა გაგაღვიძოთ, მაშინ ეცადეთ, რომ თქვენი საძინებლის ფანჯრები აღმოსავლეთისკენ იყოს მიმართული. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საწოლიც სწორედ ასეთი მიმართულებით უნდა დადგათ. ფსიქოლოგების აზრით, დილით მზის სხივებით გაღვიძება იწვევს ადამიანში დადებით ემოციებს, ხოლო ღამით თუკი თქვენი საწოლიდან შესაძლებლობა გაქვთ გარეთა ხედით დატკბეთ, უფრო მშვიდად და ღრმა ძილით იძინებთ.



პოსტი ნანახია : 9449-ჯერ