იაფი, ადვილად გამოსაყენებელი და უვნებელი კომპონენტები ავეჯის გასასუფრთავებლად

Date : November 5, 2014, 12:43 pm | Author : Admin

არსებობს მრავალი სახის იაფი, ადვილად გამოსაყენებელი და უვნებელი კომპონენტები, რომლებისგანაც შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენთვის საჭირო საშუალება.

☑ სოდა - ასუფთავებს, აქრობს უსიამოვნო სუნს, არბილებს წყალს.

☑ ლიმონი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკვები მჟავა, ეფექტურია სახლში არსებული ბაქტერიების წინააღმდეგ.

☑ თეთრი ძმარი - აშორებს ჭუჭყს, აცილებს ობს, ლაქებსა და სუნს.

☑ არაყი - გამოიყენება სხვადასხვა სახის ზედაპირის დეზინფექციისთვის, შუშების და სარკეების, ონკანების საწმენდად. არაყი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სპირტი, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვების სათამაშოებისა და ოთახის გასაწმენდად. არაყი მალე ორთქლდება და არ ტოვებს სუნს, მისი საშუალებით შესაძლებელია რბილი ავეჯიდან არასასიამოვნო სუნის მოცილებ.

☑ სიმინდის სახამებელი - გამოიყენება ავეჯის გასაპრიალებლად და შუშების, ნოხებისა და ხალიჩების საწმენდად.



პოსტი ნანახია : 9085-ჯერ