როგორ შეცვალოთ სამზარეულოს დიზაინი. ან შევიტანოთ მასში ახალი დეტალი?

Date : November 5, 2014, 12:20 pm | Author : Admin

 ფერების არჩევა. ამ საკითხში თქვენი ფანტაზია შეუზღუდავია. შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც კლასიკური, ისე კაშკაშა, ავანგარდული ფერთა პალიტრა. მთავარია, სწორად იყოს მოფიქრებული მათი შეხამება. სამზარეულოს კედლები ჰარმონიაში უნდა იყოს ავეჯთან და მის მოწყობილობებთან. ჭერი ისეთი უნდა იყოს, რომ ვიზუალურად გაადიდოს მოცულობა, ხოლო იატაკმა უნდა შემოიტანოს სითბოსა და მყუდროების შეგრძნება.

 მასალების არჩევა. ამ საკითხშიც ძალიან დიდი არჩევენი გაქვთ. თქვენს განკარგულებაშია საღებავები, პლასტიკატები, მეტლახი, სპეციალური შპალერი, მოსაპირკეთებელი ქვა, ხის მასალები... მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მასალების ვიზუალური მხარე შეთანხმებული იყოს იმ ფიზიკურ და სპეციფიკურ ფაქტორებთან, რომლებიც სამზარეულოში გვაქვს. ეს არის წყალი, ცხიმები, მარილები, მაღალი ტემპერატურა, ორთქლი და ა.შ.

 სტილის არჩევა. არ შეგეშინდეთ ერთმანეთს შეურიოთ სხვადასხვა სტილი, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელშიც შეიძლება ჩართული იყოს პლასტმასი და ხე, კლასიკა და ჰაიტეკი, ქრომი და მინა და ა.შ. სანამ ეს ყველეფერი თქვენს თვალს არ გაახარებს.

 


პოსტი ნანახია : 13930-ჯერ