შექმენით თანამედროვე, მოდური დიზაინის სკამი თქვენი ხელით

Date : March 18, 2015, 12:19 pm | Author : Admin

შექმენით თანამედროვე, მოდური დიზაინის სკამი თქვენი ხელით

 

ბევრ ჩვენგანს სურვილი აქვს საკუთარი სახლი, ბინა ან ოთახი მისი დიზაინით მოაწყოს. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ მათ ეს „ნიჭი“ და ტექნიკური შესაძლებლობები არ აქვთ, ან,  უბრალოდ, არ აქვთ იდეები. სწორედ ამიტომ, ავეჯის სალონი „რანდი“ პერიოდულად გთავაზობთ რჩევებს საკუთარი ხელით მარტივად და სწრაფად დასამზადებელ, კრეატიულ ნივთებსა და ავეჯზე. მოცემულ სტატიაში გასწავლით, როგორ შექმნათ დაბალი სკამი (ტაბურეტი) რომელიც ძალიან დაამშვენებს თქვენს ოთახს.

 

 

   

1.დასაწყისისთვის: დაგჭირდებათ მოყვარული დიზაინერის ხელობა და მინიმალური რაოდენობის ხელსაწყოები, არ მოგიწევთ კერვა. რჩევა: შემატეთ ელეგანტურობა თქვენს ნაკეთობას მაქსიმალურად ფერადი და ხალისიანი ტექსტურის ზედაპირით.

 

2.  ზედაპირის ქვეშ:

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები სკამისთვის არის შიდა ფენები.

ქსოვილი:  მოჭერით 15 სმ სიგრძით ფართე წრის ფორმის ქსოვილი ვიდრე ფანერის საყრდენია.

მიტკალი:  მოჭერით 15 სმ სიგრძით ფართე  ქსოვილი ვიდრე ფანერის საყრდენია.

დალიანდაგებული ბამბის ქსოვილი:  მოჭერით 2 ფენა ფანერის ფუძის ზომის.

მატყლის ან ბამბის შიგთავსი: დაგჭირდებათ შიგთავსის 2 სქელი ფენა

სიმკვრივის ქაფი:  მოჭერით თქვენი ფანერის გარშემოწერილობის, გამოიყენეთ ხერხისებრი დანა, ქაფი უნდა იყოს 61 სმ სიგანის. გამოიყენეთ ქსოვილის წებო, რომ შეაწებოთ ნაწილები ერთმანეთს უფრო მჭიდროდ.

 

 

 

 

3.  ხელსაწყოები, რომელიც დაგჭირდებათ:

დაკბილული დანა;

მაკრატელი;

შესაბამისი სიმძლავრის სტეპლერი;

უკაბელო საბურღი მოწყობილობა;

ფუნჯი.

 

 

 

4.  ნაბიჯი 1: შიგთავსის  დამაგრება

მარკერის გამოყენებით მოხაზეთ წრე 6 სმ-ის დაშორებით ფუძის კიდიდან. მონიშნეთ თანაბრადდაშორებული წერტილები წრეზე, 4 მოპირდაპირე მხარეს.  დაკეცეთ მიტკლის ქსოვილი ოთხად და დააფიქსირეთ მოკეცვის ადგილები.  დააფარეთ ფანერზე ქაფი, მატყლის ან ბამბის შიგთავსი, დალიანდაგებული ბამბის ქსოვილი. გაშლილი მიტკლის ქსოვილი გადააფარეთ  ფანერზე დალაგებულ  მასალებზე, გადმოატრიალეთ , მიამაგრეთ ნაკეცები მიტკალზე ფუძის ხაზებთან.  დაიწყეთ თარგის დასტეპლერება, ხის ფუძის გარშემო. მიტკლის ნაკეცები უნდა ემთხვეოდეს მარკერით მონიშნულ წერტილებს.

 

 

 

 

5. ნაბიჯი 2: დაამატეთ ნაჭერი

ცენტრში მოათავსეთ დეკორატიული ნაჭერი, მიტკლის ზემოთ, გაათანაბრეთ და შემდეგ დაასტეპლერეთ ფუძეზე.

 

 

 

6. ნაბიჯი 3: დეკორატიული დეტალები

დაამატეთ დეკორატიული კიდე წინასწარ შერჩეული მოსართავების ფუძეზე დასტეპლერებით.  დაასტეპლერეთ კორსაჟით, რომ დავიცვათ სიმყარე. შესაძლებელია წებოს გამოყენებაც.

 

 

7. ნაბიჯი 4: შელამაზება

დაამატეთ დეკორატიული დეტალები, მაგალითად მძივები სურვილის შემთხვევაში. დაამაგრეთ წებოს საშუალებით.

 

 

 

8. ნაბიჯი 5 დაამატეთ ფეხები

წინასწარ მოხატული ფეხები მიამაგრეთ ფუძეს სამონტაჟო აპარატურით (კავეულით). მიახრახნეთ კავეული ფუძეზე, შემდეგ მიამაგრეთ ფეხი და დეკორატიულად შეალამაზეთ.

 

 

 



პოსტი ნანახია : 9111-ჯერ