საინტერესო რჩევები ინტერიერის შესაცვლელად !

Date : April 7, 2015, 12:49 pm | Author : Admin

ფერი არის ძლიერი ინსტრუმენტი ინტერიერის შესაცვლელად. მისმა ოსტატურად გამოყენებამ შეიძლება გაგაოცოთ და აღგაფრთოვანოთ. მიიღეთ გამოწვევა და გამოიყენეთ მარტივი გზები, რომ სწორად შეარჩიოთ ფერი თქვენს ინტერიერში. ჩვენ გთავაზობთ 4 იდეას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი მიზნის მიღწევაში.

           

 
 
 

                                         1. ფერს + გორგოლაჭებიანი კარი  

 

ალბათ გინახავთ შეღებილი კარი და არც ცალკე აღებული გორგოლაჭებიანი კარი იქნება ახალი თქვენთვის. ამ ორი იდეის კომბინაცია განსაკუთრებულ იერს მისცემს თქვენს ოთახს.                    

 

                                                                                           

2. ფერს + მსგავსი ფერთა გამა

 

 თამამი გადაწყვეტილებაა კონტრასტული ფერების გამოყენება ერთსა და იმავე ოთახში, მაგრამ ორი მსგავსი ფერის ერთად დაჯგუფებით, შეგიძლიათ შექმნათ უფრო დახვეწილი, მაგრამ მაინც საინტერესო ტონების კომბინაცია. ეს იდეა საუკეთესოდ მუშაობს როცა ორი კედელია ერთ ოთახში, ან დიდი ზომის ავეჯი ებჯინება კედელს.

 

     

                                                               

                           3. ფერს + არქიტექტურა

                         

ახალი თითქოს არაფერია, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა იმდენად სარისკოა, ბევრი ადამიანი ვერ ბედავს გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად ამისა, შეხედეთ, როგორ კარგად გამოიყურება! ფანჯრის მოხატვა ნათელი ფერით არა მხოლოდ გამოარჩევს არქიტექტურას სივრცეში, მთელ ოთახს გამორჩეულსაც ხდის.

 

 

 

 

                                                           4. ფერს + დაუსრულებელი მოხატულობა

 

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გიცდიათ კედლის ნაწილობრივ შეღებვა, ხელიდან არ გაუშვათ ნამდვილად ახალი და თამამი გზა ინტერიერის შესაცვლელად.



პოსტი ნანახია : 8368-ჯერ