რანდი აჭარის რეგიონის საუკეთესო საწარმო გახდა!

Date : May 5, 2015, 3:58 pm | Author : Admin

მიმდინარე წლის 30 აპრილს აჭარის ა/რ სავაჭრო–სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა „აჭარაში  წარმატებული  

ბიზნეს სუბიექტების დაჯილდოების ცერემონია 2015“. მსგავსი ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება და კონკურსში მონაწილე ბიზნესმენების დაჯილდოვებას ახორციელებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ბიზნეს ასოციაციები რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. 

 
ღონისძიებას ესწრებოდა  სხვადასხვა სფეროებში მოქმედი კომპანიები, აჭარის მთავრობა, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები და დიპლომატიური კორპუსი.

ცერემონიაზე  დაჯილდოვდნენ 70- მდე ბიზნეს სუბიექტი 10 სხვადასხვა ნომინაციაში. მათ შორის "რანდი" -ის გადაეცა სიგელი და გამოცხადდა აჭარის რეგიონის საუკეთესო საწარმოდ.

 

 



პოსტი ნანახია : 7485-ჯერ