როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი?

Date : November 5, 2014, 12:28 pm | Author : Admin

მისაღები ოთახი ეს ის ადგილია, სადაც მთელი ოჯახი ერთად იკრიბება. ის ისეთი მიზნებისათვის უნდა იყოს გათვლილი, როგორიცაა სტუმრის მიღება-გამასპინძლება, ოჯახური დღესასწაულების აღნიშვნა და სხვა. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს მასში განმარტოებით დასვენება, ტელევიზორის ყურება ან მუსიკის მოსმენა.


ამ მიზნების შესაბამისად მისაღებ ოთახს უნდა ჰქონდეს სასურველი ზომა და კომფორტულად უნდა იყოს მოწყობილი.

 დიდი მისაღები ოთახი შეიძლება ავეჯით სხვადასხვა მონაკვეთად დაიყოს, ბუხრის ირგვლივ შეიძლება დაიდგას ტახტი, ასევე შეიძლება გაკეთდეს წიგნების თარო და ადგილი მათ წასაკითხად, ადგილი სამაგიდო თამაშებისათივს. იმისათვის, რომ თქვენი მისაღები ოთახი ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას აკმაყოფილედებს, მნიშველოვანია სწორად შეარჩიოთ ავეჯი.

 ადგილი, სადაც ტახტი განთავსდება, მისაღები ოთახის მნიშველოვან კუთხეს წარმოადგენს, ტახტის შერჩევის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ოთახის ზომა. შეჩეული ტახტი უნდა შეესაბამებოდეს მისაღები ოთახის დიზაინსა და ინტერიერს.

მისაღებ ოთახში თავს იყრის სხვადასხვა დანიშნულების ბევრი ნივთი, მისაღები ოთახისთვის შერჩეული ავეჯი კი მათი შენახვის საშუალებას უნდა იძლეოდეს. წიგნებს მისაღებში განსაკუთებული ატმოსფერო შემოაქვთ, საჭიროა მათი თაროებზე ლამაზად განთავსება, ამისათვის კი წიგნების კარადა დაგჭირდებათ. ტახტთან ახლოს სასურველია გაკეთდეს ჭურჭლის კარადა სადაც შეინახავთ ჭურჭელს და სურვილის შემთხვევაში მიირთმევთ ალკოჰოლს ან გამაგრილებელ სასმელს.

 ტახტთან ახლოს ასევე უნდა განთავსდეს ტელევიზორი, რომლის ეკრანის სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს დაშორებას ტელევიზორსა და ტახტს შორის. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ტელევიზორის ყურება ტახტის ყველა კუთხიდან შესაძლებელი უნდა იყოს, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ უმჯობესია ტელევიზორი მოძრავ სადგამზე განთავსდეს, რათა შეიძლებოდეს მისი გადაადგილება.

 


პოსტი ნანახია : 6819-ჯერ