როგორ გავხადოთ სახლის დერეფანი უფრო ნათელი?

Date : September 6, 2014, 3:59 pm | Author : Admin

კარგი იქნება თუ სახლს ისე დაგეგმავთ, რომ დერეფანს მზის შუქი ადგებოდეს, თუ ეს არ ხერხდება მაშინ ეცადეთ სამზარეულოს ან სხვა ოთახებს გაუკეთოთ მინის კარებები, რაც დერეფანს უფრო ნათელს გახდის. დერეფნის სწორად მოწყობის შემთხვევაში, მას შეიძლება დერეფნის ფუნქციის გარდა სხვა დანიშნულებაც ჰქონდეს. მასში უნდა განთავსდეს გარდერობი, სარკე და ა.შ. ასევე შეგიძლიათ დერეფანში განათავსოთ ტელეფონი და მის გვერდით სავარძელი, რითაც თქვენს სახლს კიდევ ერთ მყუდრო კუთხეს შემატებთ.


☑ ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება დერეფნის მზის შუქით განათება და ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება თუ არ გამოიყენებთ მუქი ფერის კედლის საღებავს, აღსანიშნავია, რომ მუქი ფერის საღებავი ოთახს უფრო პატარას აჩენს.

☑ ყურადღებით შეარჩიეთ იატაკის საფარი დერეფნისთვის, ის უნდა იყოს გამძლე და კარგად უნდა სუფთავდებოდეს, ვინაიდან დერეფანი ის ადგილია სადაც პირველად შემოდის ადამიანი, შესაბამისად სახლის ამ ნაწილში შედარებით მეტი მტვერი გროვდება. თუ ამ შემთხვევისთვის ხალიჩას აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ის არ უნდა იყოს ღია ფერის.

☑ გაითვალისწინეთ, რომ დერეფანი ის ადგილია, სადაც თქვენ სახლში მოსული სტუმარი პირველად ხვდება, ასე რომ სწორად შეარჩიეთ მისი დიზაინი, ეცადეთ ის იყოს მაქსიმალურად პრაქტიკული.



პოსტი ნანახია : 7426-ჯერ