კედლის ფერები

Date : September 6, 2014, 4:00 pm | Author : Admin

კედლის საფარის ფერისა და ზედაპირის შერჩევა ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ბინის რემონტის დროს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმას ექცევა, თუ რა მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ ოთახი, რადგან სხვადასხვა ფერის კედელი სხვადასხვანაირად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. 


☑ მისაღებ ოთახში უნდა გამოიყენოთ ღია ფერის ტონები, რადგან ეს მას უფრო ნათელსა და დიდს გამოაჩენს. 

☑ სამზარეულოს კედლები ძირითადად ადვილად გასაწმენდი ქვებითა და კაფელით იფარება. 

☑ რაც შეეხება საბავშვო ოთახს, სკოლამდელი ბავშვებისთვის კარგია მკვეთრ ფერებში გადაწყვეტილი ოთახი, რადგან ბავშვები ადრეულ ასაკში ყველაზე კარგად სწორედ ასეთ ფერებსა აღიქვამენ. იმ ბავშვებს კი, რომლებიც სკოლაში დადიან უნდა შევუქმნათ განათლების მისაღებად შესაბამისი გარემო - ფსიქოლოგების აზრით ნარინჯისფერი ამ მხრივ საუკეთესო გამოსავალია, რადგან იგი ზრდის ადამიანში შრომისმოყვარეობის სურვილსა და კონცენტრირების უნარს. 

☑ რაც შეეხება საძინებლებს, ამ შემთხვევაში შეეცადეთ შეარჩიოთ პასტელური ფერები, საკმაოდ მშვიდი, რადგან ისეთი მკვეთრი ფერები, როგორციაა მაგალითად წითელი, აღიზიანებს ადამიანს და ხელს უშლის მას ძილსა და დასვენებაში. მკვეთრი ფერების დიდხანს ყურება ასევე იწვევს დაღლილობას და ფერის სწრაფად მობეზრებას.



პოსტი ნანახია : 10820-ჯერ